სამოქალაქო აქტივისტი, დავით მარდალეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
” აი, არ ვიცი, როგორ ვთქვა, მაგრამ რომ არ გაგიზიაროთ ჩემი აზრი, ალბათ, ბოღმა დამახრჩობს!
გუშინდელი ტრაგედიის შესახებ, მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსაპოვებლად, “ნაცები” ყველაფერს კადრულობენ.
ჟურნალისტი იქნები, თუ მეცნიერმუშაკი, პირველ რიგში, ადამიანი თუ არ ხარ, კაპიკია შენი ფასი: “მთავარი არხის” ჟურნალისტები მიდიან ოჯახში, სადაც 5 ცხედარი უდევთ წინ (ოთხი ბავშვის და ფეხმძიმე ქალის!) და გულშეწუხებულ ჭირისუფლებს ისეთ შეკითხვებს უსვამენ, რომ ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი პასუხები მიიღონ, ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
კარგია, ზურგის ტვინმა ის მაინც უკარნახათ, რომ მამაკაცებისთვის არაფერი ეკითხათ, თორემ შეიძლება, ალიყურიც მიეღოთ.
აქეთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქალბატონი და იქით, “მთავარი არხის” საინფორმაციო, ისეთი ტონით და ფრაზებით საუბრობენ ამ ფაქტზე, რომ აშკარაა, ცდილობენ, ხელისუფლებას დააბრალონ ეს ტრაგედიაც…
ყველა ხელისუფლების და ყოველი ადამიანის დედა მოვტ@ან, ვისაც ამ ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის, მაგრამ როგორც გაირკვა, სულ რომ არაფერი გაეკეთებინა მთავრობას ქვეყანაში, კონკრეტულად ამ ოჯახს საკმაოდ დიდ დახმარებას უხდიდა, რაც რამდენიმე თვით შეუწყდათ და განაცდურიც გადაუხადა…
ღმერთმა დამიფაროს, რომ განადგურებულ ოჯახს კი არა, ყველაზე ბედნიერს რამეს ვამადლიდე, მაგრამ რომ იძახით (ტრაგედიასთან დაკავშირებით, სიტყვაში გამომსვლელ “ნაცებს” მივმართავ), ბაღდათის გამგებელს არნახული ხელფასი აქვს და მის გვერდით, ბავშვები შიმშილობენო, 1500 ლარს უხდიდა თვეში ამ გატყავებული რაიონის გამგეობა საწყლებს და ასეთ მტკივნეულ თემაზე რომ აკეთებ კომენტარს, ზედაპირულად მაინც გაარკვიე საკითხი… თუ იმის გჯერათ, “ლელომ” რომ აქცია მოაწყო, გუშინ, ხელისუფლებაში თუ მოვედით, ბავშვების შიმშილს ბოლოს მოვუღებთო?! …და ხელისუფლებაში რომ ვერ მოხვიდეთ, ბავშვებიც ფეხებზე გკიდიათ და ქვეყანაც?! ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს რა შესაძლებლობაც აქვთ, ის რომ მომცა, უბრიფინგოდ, ხელისუფლებაში მოუსვლელად გადავჭრიდი ყველა ბავშვის პრობლემას, ალიმენტების გადახდის ჩათვლით…
ეს არის რა! თავადვე ისე იქცევიან, ისე საუბრობენ, რომ ძალაუნებურად იწვევენ ხალხში მიუღებლობას.
პრემიერ-მინისტრი დაგეღუპათ გაზის გაჟონვით. მე კი ვიცი, რომ მოკლეს ის კაცი, მაგრამ ოფიციალურ ვერსიას ვამბობ, რასაც მხარს უჭერენ მიშაც, გვარამიაც, ბარამიძეც და აბსოლუტურად ყველა “ნაცი”. პასუხი არავის უგია და “ქართული ოცნება” რა შუაშია სანთლით გაჩენილ ხანძართან?!
მოკლედ, დათა თუთაშხია რომ ეუბნება ბონია მეწისქვილეს, – შენთვის გინდა ეგ ფული და შენი გოგოები, რომლებიც ძუკნა ძაღლს დაამსგავსა შიმშილმა, ფეხებზე გკიდიაო, იგივე აზრი მომდის, ჩემდაუნებურად: თქვენთვის და თქვენი მუცლების, საფულეების და საბანკო ანგარიშების გასასიებლად გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, თორემ სულ ფეხებზე გკიდიათ, უპატრონო და მშიერი ბავშვებიც, მათი მშობლებიც და ვისაც თქვენს სასარგებლოდ ვერ გამოიყენებთ, ყველა!
ცოტა მომეშვა! “
კომენტარები