ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ე.წ. კომენდანტის საათი, რაც არსებითად არ არის ჯანდაცვის მართვის საკვანძო ინსტრუმენტი ამ ეტაპზე, არამედ არის პოლიტიკური წნეხის და საზოგადოებრივი რეპრესიის მექანიზმი, რომელიც საზოგადოების პროვოცირებაზეა ორიენტირებული.
ხელისუფლება უნდა დაჯდეს ოპოზიციასთან სასაუბროდ და თუ შეთანხმებებს მიაღწიეს, რის გამოც წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში საპროტესტო აქციები შეწყდება, მხოლოდ მაშინ დააწესოს გადაადგილებაზე შეზღუდვა.
სხვა შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი იმ მოვლენებზე, რაც ამ რეგულაციის დარღვევას, საზოგადოებრივ წინააღმდეგობას და დაუმორჩილებლობას შეიძლება მოჰყვეს.
თუ ხელისუფლება მიზანმიმართულად გააგრძელებს საზოგადოების პროვოცირებას და წნეხს, ამ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა გადადგეს, მითუმეტეს რომ ისედაც დგას “ქართული ოცნების” მმართველობის არალეგიტიმურობის საკითხი.
სავარაუდოდ, დღეს კიდევ უფრო მძიმე ღამე ელის ხელისუფლებასაც და ხალხსაც, გუშინდელზე უფრო მძიმე ღამე, რადგან “კომენდანტის საათის” საბაბით ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება მიტინგის დარბევას ან ადამიანების დევნას.”
კომენტარები