ექიმი, სოფიო ბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სექტემბრის დასაწყისში, დღიურ ათეულობით შემთხვევაზე დაყრდნობით, მარტივი ეპიდემიოლოგიური დათვლით, ნათელი იყო როგორი ნოემბერი და ზამთარი დადგებიდა საქართველოში!
ეს შეიძლებოდა ვერ გაეთვალა მეწაღეს, ხაბაზს, დალაქს – ჩვენთვის, საექიმო წრისთვის – ეს იყო, როგორც – ორჯერ ორი ოთხი!
პოლიტიკური მიზნებით, ინტერესებით და გათვლებით – დღეს ვართ იქ, სადაც ვართ!
Covid 19 აღმოჩნდა ყველაზე პოლიტიზებული დაავადება!
ჩვენ, ექიმები აღმოვჩნდით ყველაზე სუსტი, დეტერმინებული და არაერთიანი,
პოლიტიკური მიკერძოებულობის აკიდების კომპლექსით შეპყრობილებილი სოციალური კლასი – არასაკმარისად გულწრფელი, რომ როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციისთვის ხმამაღლა გვეყვირა:
– ასე თუ გაგრძელდება, ბევრი მოკვდება!
ვერ გავერთიანდით, რომ გავმხდარიყავით თუნდაც იმ თენგიზ ცერცვაძის საპირწონე ძალა, რომელმაც დღეს პასუხი ვერ გასცა მარტივ კითხვას –
რამდენად საფრთხის შემცველია პანდემიის დროს წყლის გამოყენება?!
ვერ თქვა -კი, საფრთხის შემცველია!
პოლიტიკამ შეუშალა ხელი დაეცვა თავისი უპირველესი პროფესიული მორალი – ,,არ ავნო!”
ასე, რომ მცდარია მოსაზრება – ექიმები ჩაერია პოლიტიკაში!
სწორია – პოლიტიკა ჩაერია მედიცინაში -უხეშად და ბოროტად!”
კომენტარები