საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, გუშინდელ მოვლენებს აფასებს, როგორც ოპოზიციის მოწოდებას დაუმორჩილებლობისაკენ და ცესკოს შტურმით აღების მცდელობას.
“რა დავინახეთ ჩვენ გუშინ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და, რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა – სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი”, – ამბობს გახარია.
კომენტარები