შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე 14-მდე სამართალდამცავი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილე დაშავდა, დაკავებულია 19 ადამიანი, ამის შესახებ შსს-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ გამართულ ბრიფინგზე თქვა:
“საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში. ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა და შსს-ს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები. აქციის მონაწილეები პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად აგრძელებდნენ უკანონო ქმედებას, არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც შსს-მ კანონით მინიჭებული უფლებამოსილეფის ზედმიწევნის დაცვით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოიყენა სპეციალური საშუალება – წყლის ჭავლი.
ისინი რკინის ხელკეტებით, ქვებით, ბლაგვი საგნებით, ცეცხლმოკიდებული ნივთებით ჯგუფურად თავს ესხმოდნენ სამართალდამცავებს, წინააღმდეგოობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნას. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს გატაცეს სპეციალური საშუალება – ფარი.
კომენტარები