წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება:
„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის“
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.
კომენტარები