ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ დარბევისას წყლის ჭავლის გამოყენება ყველაზე რბილი ზომა იყო.
“წყლის ჭავლის გამოყენება იყო ყველაზე რბილი ზომა, რომელსაც შეეძლო ვითარების განმუხტვა. ის რომ არ გამოგვეყენებინა, დამერწმუნეთ, ბევრად მეტი ადამიანი დაშავდებოდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს”, – ამბობს კობახიძე.
ირაკლი კობახიძე, ამბობს იმასაც, რომ “ოცნება” ოპოზიციის “სწორ გზაზე” დაყენებას ცდილობს.
“ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ”, – ამბობს კობახიძე.
კომენტარები