რა შემთხვევაში გაიცემა ერთჯერადი საშვი? – ამის გასაგებად “ალია” სამთავრობო ცხელ ხაზს დაუკავშირდა:
“ერთჯერადი საშვი გაიცემა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად, თუ საჭირო გახდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმთან ვიზიტი, ან ქუჩაში გაუსკდება საბურავი საღამოს საათებში მოქალაქეს და ვეღარ ასწრებს 22 საათამდე მის გამოცვლას, სერვისამდე მისვლას – ამ შემთხვევაში ვაძლევთ ერთჯერად საშვს და პარალელურად დაეხმარება საპატრულო პოლიცია.”
“ალია” ჩვენის მხრივ დავამატებთ, თუ გარეთ დარჩით და ერთჯერადი საშვიც ვერ მოიპოვეთ, შეგიძლიათ მიაშუროთ აქციის ადგილებს, სადაც მხოლოდ ერთეული შემთხვევებია დაჯარიმების და იმაზე მეტი შანსი გაქვთ არავინ დაგაჯარიმოთ, ვიდრე ქუჩებში.
შეგახსენებთ, გუშინ ღამით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს აქციაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება და შემდგომ მათ დააჯარიმებენ, ანუ, მეორე მთავარი პრინციპია – ვერ გიცნონ! თუ ვერ გიცნეს და ვერ მოხდა თქვენი იდენტიფიცირება, ისევე, როგორც ვერ იცნეს ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა – ამ შემთხვევაშიც, როგორც ვნახეთ, თქვენ არ დაჯარიმდებით. (?!)
კომენტარები