რუსეთში მექანიკოსი, რომელმაც 14 წლის ბიჭი პედოფილის “კლანჭებისგან” იხსნა და ბოროტმოქმედი მოკლა, დააკავეს- იგი სამართალდამცავი უწყებების მიერ მკვლელობის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცემა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა მის მხარდასაჭერად და 70 000-მა ადამიანმა პეტიციას ხელი მოაწერა 34 წლის ვლადიმირ სანკინის გასათავისუფლებლად, მას მაინც 14 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც 10 წლის აღელვებული ბიჭი წინ გადაუდგა და სთხოვა დახმარებოდა თავის 14 წლის მეგობარს, რომელიც მოძალადე 54 წლის ვლადიმირ ზაიცევს ქალაქ უფაში, საკუთარ საცხოვრებელში ჰყავდა დამწყვდეული. აღნიშნული მოძალადე მამაკაცი, სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარსულში სამჯერ იყო ნასამართლევი- ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი საკთარ შვილზეც იძალადა.
სანკინის თქმით, იგი შეიჭრა საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ბიჭის ტირილის ხმა გამოდიოდა. მისი განცხადებით, ბავშვი შიშველ მდგომარეობაში იყო- მას მოძალადემ უბრძანა, რომ გაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა და მის სხეულს დაანაწევრებდა. მას შემდეგ, რაც სანკინმა ბიჭი გაათავისუფლა, მან მოძალადე მამაკაცი გარეთ გაიყვანა და ხის ჯოხით სცემა.
მძიმე დაზიანებების ფონზე მამაკაცი გარდაიცვალა. სანკინი კი დააკავეს და მკვლელობისა და დაზიანებების განზრახ მიყენების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.
სანკინის თქმით, მის ადგილას ყველა მამაკაცი ასევე მოიქცეოდა, იგი აღნიშნავს, რომ არ ეგონა მოძალადე თუ შემოაკვდებოდა.
ნიუპოსტი
კომენტარები