„არცერთი მიკროელემენტი ან ვიტამინი არ არის გარანტია, რომ ჩვენ კოვიდინფექცია არ შეგხვდება, მაგრამ არსებობს კვლევები, რომლებმაც დაადასტურა, რომ ამა თუ იმ მიკროელემენტის ან ვიტამინის დეფიციტი მეტად იყო ასოცირებული გართულებებთან ან დაავადების მძიმედ მიმდინარეობასთან“, – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.
„ის კვლევები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, იგივე D ვიტამინთან და თუთიასთან მიმართებაში არ არის ძალიან მასშტაბური, მაგრამ საპავტიცემულო ჯგუფებისა და ქვეყნების მიერ არის შესრულებული. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებთან, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი D ვიტამინის და თუთიის შემცველობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით უფრო რთული“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისი თქმით, იმუნიტეტის გასაძლიერებლად კვების დაბალანსება არის საუკეთესო გზა, ყველაზე ბუნებრივი და ადაპტირებული, მაგრამ კვებითი დანამატებიც, როდესაც სრულფასოვანი კვება შეუძლებელია, არაფერს დააშავებს.
კომენტარები