ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს:
„საჭიროა ქუჩიდან პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანა. ქვეყნის ბედი და ხვალინდელი დღე არ შეიძლება „დისკოთეკაზე“ წყდებოდეს. საჭიროა ადეკვატური შეზღუდვების შემოღება, რასაც ამ რთულ პერიოდში ქვეყნების უმრავლესობა მიმართავს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, შესაძლოა ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კომენტარები