ჟურნალისტი, “ენერგო-პრო ჯორჯიას” პიარსამსახურის ხელმძღვანელი, ავთო დვალიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“- გამარჯობა… თქვენი ნომერი …მ მომცა… თქვენი აბონენტი არ ვარ, მარგამ ალბათ გეცოდინება, მაინც დენებში ხარ..
მე: გისმენთ…
-ამ თვეში დენის ფულს ვიხდით?
მე: ამ თვეში, ანუ ნოემბერში ყველა ვიხდით ოქტომბრის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, შესაბამისად – კი, ვიხდით…
-აბა არ უნდა გადავიხადოთო?
მე: კიდევ ერთხელ გავუმეორე ცოტა სხვა სიტყვებით…
-მაინც ვერ გავიგე, ანუ მოგვატყუეს…?
მე: დეკემბერში რომ მოვა ქვითარი, იქ იქნება ასახული ნოემბრის მოხმარება და უკვე აღარ გადაიხდით… თუ 200 კვტ-ს ჩათვლით მოიხმართ…
-კაი, აღარ გადავიხდი მაშინ…
მე: ახლა თუ არ გადაიხდით, გაგეთიშებათ დენი…
– ვერაფერი გავიგე…. არც შენ გცოდნია კარგად… სხვაგან გავიგებ…
მე: კარგი, ეგრე ჯობია”
კომენტარები