ტელეწამყვანი, ოთო ლომთაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ალბათ ბევრს გსმენიათ ლეგენდა
?
ჯონ ლენონს თურმე ძალიან შეშურდა “დიფ ფარფლის” წარმატება და გადაწყვიტა მათი გამწარება. მოაფიქრდა ასეთი იდეა – იყიდა “დიფ ფარფლის” კონცერტის ყველა ბილეთი და მარტო დაჯდა დარბაზში. ჰოდა როცა ფარდა აიხადა, “დიფ ფარფლის” წევრებს, დარბაზში მჯდომი ერთი
ადამიანი დახვდათ და ეს ადამიანი ჯონ ლენონი იყო. კონტრაქტის მიხედვით კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, რადგან ყველა ბილეთი გაყიდული იყო…
ლეგენდის მიხედვით, ამავე კონცერტზე შეასრულეს, კულისებში ექსპრომტად მოფიქრებული კომპოზიცია – “john lennon f… you.
P.S. ჰოდა რატომ გამახსენდა ეს ლეგენდა – ამ საახალწლო განათებებს, ჯონ ლენონივით, მხოლოდ ფარცხალაძე ნახავს და ახალი ლეგენდაც დაიბადება.
(ოღონდ, სიმღერას რომელი რომელს მიუძღვნის, არ ვიცი)
“ფარცხალაძის განათება”
შეგახსენებთ, თბილისის მერიამ საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო ქალაქში.
კომენტარები