ექიმი სოფო ბერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“❗️❗️❗️
ზუგდიდიდან გვიკავშირდება პაციენტი, კოვიდ დადასტურებული, თირკმლის ტერმინალური დაავადება, დიალიზ დამოკიდებული, ღვიძლის ციროზი, არაკონტროლირებადი ასციტი, ანამნეზში ლობექტომია.
ეს პაციენტი ვერ გადაყავს 112-ა სტაციონარში ადგილების არარსებობის გამო. მაქსიმუმ რა დახმარებასაც სთავაზობენ ხვალ ბათუმში დიალიზზე გადმოყვანა და უკან ზუგდიდში დაბრუნებაა.
გთხოვთ, რეაგირებას!
გვარი-ოკუჯავა.
ბევრი არ იქნება ასეთი მძიმე და ადვილდ მივაგნებთ, იმედია.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center”
“ალია” უერთდება ექიმის თხოვნას, მეტიც, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გადაიყვანოთ მძიმე პაციენტები, გახსნათ ლაზარეთები, შეუმსუბუქოთ მაინც მდგომარეობა, იქნებ, ერთი დღე აჩუქოთ და ამასობაში რეანიმაციაში ადგილი გაჩნდეს!!!
რამე გააკეთეთ!!!
თუ ეს ადამიანიც მალავს ავადმყოფობას და ექიმს არ ურეკავს? ხომ გვეუბნებით, რომ დიდი წილი სახლებში იღუპება პაციენტების, რადგან, თურმე, მალავენ ცუდად ჰყოფნას, თურმე, არ სჯერათ კოვიდის და იმიტომ იღუპებიან! როგორ არ გრცხვენიათ, ხალხი იღუპება, თქვენ კი ზაფხულში ახალი საწოლფონდის შექმნის ნაცვლად, არსებული ცხელების ცენტრები გააუქმეთ! კიდევ აქეთ გვდებთ ბრალს!
გადაიყვანეთ უმძიმესი პაციენტები, თუ უსაშველო გვჭირს, სთხოვეთ სხვა ქვეყნებს დახმარება და ვისაც ადგილი აქვს კლინიკაში, იქ გადააფრინეთ!
კომენტარები