როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რა სასამართლოც გვაქვს. სასამართლო არის ფაქტობრივად, ცესკოს და ივანიშვილის ნოტარიალური კანტორა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ. სამწუხაროდ, იმ საჩივრების 10%-ის განხილვაც კი არ ხდება, რომელიც სხვადასხვა პარტიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს წარდგენილი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე, რომ ისინი თვითონვე ჭრიან სამართლებრივ გზას ამ პრობლემის მოგვარების. შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს პოლიტიკურად იმიტომ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ტოტალუტადაა გაყალბებული არჩევნები, შესაბამისად, ამ გადათვლის და მანიპულაციების შანსი აღარ არსებობს”, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების ფასილიტატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.
კომენტარები