მიშა მშვილდაძე, პროდუსერი და ტელეწამყვანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღევანდელი თამაშის ანალიზიც ესაა და უსწრაფესი პორტირებაც უკან რეალობაში – ცვლილებებს ვაგვიანებთ..
30 წელი ველოდი ამ თამაშს მაგრამ არაუშავს: მადლობა ამ თაობის ფეხბურთელებს ყველაფრისთვის, რაც შეძლეს და რაც ვერა – გვანერვიულეს, გაგვახარეს, დაგვაჯერეს, გული დაგვწყვიტეს – განგვაცდევინეს, ეგაა მთავარი.
მადლობა მათ წინა თაობებს, რომ წაგება სამყაროს აღსასრული აღარ მგონია. 3 დღეშია შემდეგი თამაში – ეს სხვა ციკლია, უფრო რთული და გრძელი, მარა ვნახოთ რა გამოვა. ერთი 30 წელი კიდე მაქვს მე, მინიმუმ”
კომენტარები