მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“წესით საქართველოს ნაკრების გუშინდელ მარცხთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს და აი რატომ:
1. გუშინდელ გამარჯვებულს, მხოლოდ უეფასგან 10 მილიონი ევრო ერგებოდა, საიდანაც მაკედონიის ფედერაციამ გამარჯვების შემთხვევაში 3 მილიონი მაკედონიელ ფეხბურთელებს შეჰპირდა. ვლადიმერ ვაისის უცნაური გადაწყვეტილებები (სასტარტო შემადგენლობა, მატჩის მიმდინარეობისას არგაკეთებული და დაგვიანებული ცვლილებები), ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მაკედონიის ფედერაცია იმ 3 მილიონის გარდა, რამდენიმე მილიონს კიდევ ვიღაცას (ვაისს) ხომ არ შეჰპირდა?
2. რომ გაიმარჯვო გოლი უნდა გაიტანო, გოლის გამტანი და მთავარი იმედი კი ხვიჩა კვარაცხელია იყო, გვეიმედებოდა მასთან ერთად ასევე კარგ ფორმაში მყოფი ლევან შენგელიაც. რომლებსაც მატჩამდე ერთი დღით ადრე, ტესტების შედეგად კორონავირუსი დაუდგინეს. ახლა დავფიქრდეთ, თუ ფეხბურთელები რამდენიმე დღეა ერთად ვარჯიშობენ, კორონა მხოლოდ 2 ფეხბურთელს ეცა? და თან ორივე შემტევ და გამორჩეულ ფეხბურთელს? ერთი ქვეყნიდან რომ ჩამოსულიყვნენ, იმ ქვეყანას, ან აეროპორტს დააბრალებდი, მაგრამ ერთი რუსეთში თამაშობს და მეორე თურქეთში…
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამასწინათ კორონატესტებს უნდობლობა კრიტიანო რონალდომაც გამოუცხადა: “თავს კარგად და ჯანმრთელად ვგრძნობ. PCR ტესტი სისულელეა.”
კომენტარები