თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება 23 წლის გოგონას თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა ე/წ “ობიექტური” გამოძიება, რომელიც ელოდებოდა გაყალბებულ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ე/წ “გამარჯვებას” ჩვენ არ გავჩერებულვართ და არც გავჩერდებით ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ვფიცავ თამარის წინაშე ჩემი სიცოცხლის საპირწონედ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე და ბევრ სიახლეს ელოდოს გამოძიება, რაზეც მოუწევს პასუხის გაცემა.”
კომენტარები