საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელ მაია სანდუს ლიდერობას Facebook-ით ეხმიანება.
“ოპოზიციის კანდიდატმა სანდუმ ეგზიტპოლით აიღო 54.5% და რეალურად 57%, ხოლო მოქმედა პრეზიდენტმა ეგზიტპოლით 45%, ხოლო რეალურად 42.3%.
2003 წელს მოლდოვა იყო ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, 2019 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ შეადგინა 4450 აშშ დოლარი, ხოლო საქართველოს მშპ-მ 4200 აშშ დოლარი. ამასთან, მოლდოვას მთავრობის ვალი 2020 ბოლოსათვის მშპ-სთან მიმართებაში – 26%-ია, საქართველოს სახელმწიფო ვალი – 60%.
“მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ჩემმა მეგობარმა და პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა, მაია სანდუმ. მისი გამარჯვება პუტინისთვის შოკი, საქართველოსთვის კი დიდი იმედია”
კომენტარები