ბელარუსში, მინსკის ცენტრში, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის გასაპროტესტებლად შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების მსვლელობა პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, არიან დაშავებულები, 1000–მდე ადამიანი დააპატიმრეს.
მორიგი პროტესტი მინსკში, ამჯერად, ოპოზიციის მხარდამჭერის, რამან ბანდარენკას, სიკვდილმა გამოიწვია. ოპოზიციის აზრით, ის პოლიციამ სცემა და ამიტომ გარდაიცვალა.
მინსკის აქციის დასარბევად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. რამდენიმე მომიტინგემ სერიოზული დაზიანება მიიღო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობამ დედაქალაქში სპეცდანიშნულების რაზმები და საბრძოლო ტექნიკა შეიყვანა. გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. დაკავებულია 1000-მდე ადამიანი. 100-მდე პირის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.
ბელარუსელი ჟურნალისტი, ტვიტერზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლიცია, საპროტესტო მოედანთან ახლომდებარე მაღაზიაში მოქალაქეებს სცემს.
მინსკის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე არ მიდის და ამბობს, რომ აქციები დასავლეთის ქვეყნებიდანაა წაქეზებული.
კომენტარები