კოვიდინფიცირებული პედაგოგი იამზე მსხვილიძე სოციალურ ქსელში, წერს:
„ვინც მიცნობს, კარგად იცის როგორ ზედმიწევნით ვიცავდი რეგულაციებს და ვასრულებდი მოთხოვნებს, მაგრამ მაშინ, როცა სკოლის გარემო პირობები ხელს არ გიწყობს, შენი მცდელობა თავშივე განწირულია. 2 კვირა და პლუს კიდევ რამდენი ჯერ არ ვიცი, დაქვეითებული შრომისუნარიანობა და შერყეული ჯანმრთელობა… ამად უღირს განათლების სამინისტროს ყველა იმ მასწავლებლის სიცოცხლე, ჯანმრთელობა რომელსაც უკიდურესად რთულ გარემო პირობებში აიძულებს მუშაობას.
21-ე საუკუნეში ასეთ პირობებში არ უნდა სწავლობდნენ მოსწავლეები, მით უმეტეს პანდემიის დროს. განათლების სამინისტროვ, ასე გავხდი კოვიდინფიცირებული და ჩავერთე უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლისას, ვიგრძენი ბევრი ადამიანის ყურადღება, თანადგომა, სითბო და სიყვარული, რომელთა ზარებმა თუ შეტყობინებამ მეტი ენერგია და პოზიტივი შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში.
გარდა ამისა, გავხდი მოწმე უამრავი ადამიანის სამოქალაქო გმირობისა. სამყაროს ისტორია გმირებზე დგას, დიახ გმირებზე დგას! ისინი ჩვენს გვერდით არიან და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სიცოცხლისათვის“
შეგახსენებთ, “ალიამ” უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა პედაგოგების, რომლებიც რაიონების საჯარო სკოლებში ასწავლიან, ისინი წერენ, რომ არ არიან დაცულნი და კითხულობენ, რა დააშავეს? რატომ არ გადაჰყავს ისინი სამინისტროს ონლან რეჟიმზე?
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მთავრობა მართალია, სრულ ლოქდაუნზე მსჯელობს, მაგრამ ჯერ ნაწილობრივი ლოქდაუნიც არ აუმოქმედებია და ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ებიც კი არ გადაუყვანია ონლაინ მუშაობის რეჟიმზე, არათუ რაიონების სკოლები.
“ალია” კი კითხულობს, რატომ არ გამოიყენეთ, განათლების სამინისტროვ ზაფხული და რატომ არ მოაწესრიგეთ სკოლები? თქვენც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ისვენებდით?
კომენტარები