„ემოციას შეიძლება გადააჭარბა, შეიძლება დადგმულიც არის“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ „იმედის“ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.
„არამგონია რამე სასაყვედურო ჰქონდეს იმ ტელევიზიასთან, რომელიც ობიექტურად აშუქებს მაჩალიკაშვილის თემას, თუმცა ნუ განვიკითხავთ ადამიანს. ემოციას შეიძლება გადააჭარბა, შეიძლება დადგმულიც არის, თუმცა არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც ჟურნალისტის მიმართ ძალადობენ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, აქციის მსვლელობის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილსა და „იმედის“ ჟურნალისტს შორის კონფლიქტი მოხდა.
კომენტარები