საქართველოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში 187.7 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი, ის მცირე თანხაა, რაც სახელმწიფოს დადგენილებით, ქვეყნის ეკონომიკური დონის განვითარების შესაბამისად, ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს და ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონელს – თანხით, გამოხატავს.
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2020 წელს, მარტში დაფიქსირდა და 206.1 ლარით განისაზღვრა.
საქსტატის თანახმად,
- საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ოქტომბრის თვეში – 166 ლარია
- მთლიანად საშუალო ოჯახის – 314.
- ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმ 166,3 ლარია
- ორსულიან ოჯახს საარსებოდ თვის განმავლობაში 266 ლარი აქვს განსაზღვრული
- 6 და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, საქართველოში – 442 ლარია.
კომენტარები