ის, რომ კოვიდ 19 მავანთა ჯიბის გასქელების წყარო აღმოჩნდა, არ ახალია! არც ის არის ახალი, რომ მიუხედავად დაინფიცირებულთა სტატისტიკისა, მოსახლების დამოკიდებულება ვირუსისადმი შეიცვალა სკეპტიციზმით და ხშირად გაიგებთ ასეთ ნათქვამს -ჩვეულებრივი ვირუსია და მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მატარებელი ადამიანებისთვის არის საშიში და ასაკსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსო!
რაღა შორს წავიდე? ამ ორიოდე კვირის წინ ჩვეულებრივი სეზონური, 3 დღიანი ვირუსი შემეყარა, რომელმაც მხოლოდ 3 დღე იარსება და პარაცეტამოლის, ლიმონიანი ჩაის და ჩათბუნების შემდეგ, კარი გაიხურა და წავიდა! მე ვიცი ადამიანები, რომლებმაც ასეთივე ვირუსის გამო, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ტესტიც ჩააბარეს და შემდეგ კი საავადმყოფოში დაწვნენ იმიტომ, რომ სიცხე, 37,8 აღენიშნებოდათ! საავადმყოფოში დაჰყვეს ზუსტად 3 დღე ,მაგრამ კოვიდი არ დაუდასტურდათ და გამოწერეს!
საგანგაშო და შემაშფოთებელი ინფორმაციები მოდის რეგიონებიდან, სადაც საეჭვო პაციენტებს, მართალია ტესტებს კი უკეთებენ, მაგრამ ამ ტესტის პასუხებს აღარავის ატყობინებენ და ასეთი შემთხვევები სწორედ იმ ქალაქში ფიქსირდება, სადაც სამოქალაქო ტრანსპორტი გაჩერებულია და სადაც თავშეყრის ადგილები 22.00-მდე მუშაობს! დიახ, ბათუმზე მოგახსენებთ, რომელიც ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა წითელ ზონად გამოაცხადეს!
ის, რომ სასწრაფო დახმარება შეიძლება 5-6 საათის დაგვიანებით მოვიდეს, თურმე ნორმალურია იმიტომ, რომ ასე ბრძანა სტომატოლოგმა მინისტრმა! მაგრამ, ქალბატონი მინისტრი არაფერს ამბობს იმაზე, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს,ათულიკა თალაკვაძეს სრული კარტბლანში აქვს მიცემული არამხოლოდ მისგან, არამედ უფრო ზევიდან იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ალალი ძმაა და თუ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დავუჯერებთ, მომავალი ჯანდაცვის მინისტრიც, სწორედ ავთანდილ თალაკვაძე გახდება არჩევნების შემდეგ!
რატომ იგვიანებენ 5-6 საათით სასწრაფო დახმარების ბრიგადები?
იქნებ იმიტომ, რომ სწორედ მათ გადაჰყავთ ათულიკა თალაკვაძის მიერ შერჩეულ ერთ კონკრეტულ ლაბორატორიაში ადამიანები და ეს ლაბორატორია კი იმიტომ შეარჩია პარლამენტის თავმჯდომარის ძმამ, რომ ლაბორატორიის ხელმძღვანელი მისი დაქალია და ფულს ერთად აკეთებენ „პისიარტესტების“ მეშვეობით?
თუმცა რატომ მხოლოდ ტესტების? „ალიასთვის“ ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო ცნობილი, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, პირბადეების შემოტანის ნებართვაც დართო მთავრობამ ათულიკას, რასაც მოჰყვა სპეცტანსაცმლისა თუ ტესტების შემოტანაც და მადა რომ ჭამაში მოდის, ეს ძმებმა თალკვაძეებმა კარგად იციან!
„ალია“ ამ ორიოდე კვირის წინ წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში 71-ე ნომრად, ბიზნესმენი, რომელიც არჩილ თალაკვაძისა და მისი ოჯახის უცხოურ შოპინგებს აფინანსებდა! ეს ექსკლუზივი უმალ აიტაცეს ტელევიზიებმა! ჰოდა, ახლაც ექსკლუზივს ვაქვეყნებთ და მიდით წაიღეთ თემა ოღონდ არ დაგავიწყდეთ კოლეგიალობა და დასახელება იმ გაზეთისა, საიდანაც არაერთ ტელესიუჟეტს ამზადებთ!
მაშ, ასე….
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით კონტრაქტს აფორმებს ბელიაშვილის 73 და პეკინის ქუჩაზე 41 მდებარე შ.პ.ს. „მედ დიაგნოსტიკასთან“, რომლის ხელმძღვანელიც ვინმე ნათია ტაბლიაშვილია! შპს მედ დიაგნოსტიკა შეიქმნა სულ ცოტა ხნის წინ და როგორც წყარო ამბობს, მას შემდეგ ათულიკა თალაკვაძის სრულ განკარგულებაშია!
კერძოდ, როგორც წყარო ამბობს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7000-მდე თანამშრომელი და ყველა ეს ადამიანი კვირაში ერთჯერ ,სწორედ „მედ დიაგნოსტიკაში“ იკეთებს ტესტირებას!
უფრო მეტიც… მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ პისიარ ტესტების შემოტანა უცხოეთიდან საკუთარ თავზე აიღო, პარლამენტის თავმჯდომარის ძმას, ათულიკა თალაკვაძესაც დართო ნება საკუთარი მარიფათით მოეძია პისიარ ტესტები და ახალა ძვირფასო მკითხველო დაითვალეთ, რამდენ ტესტს მოიხმარს მხოლოდ ერთი უწყება გადაუდებელი დახმარების ცენტრი და რამდენ „ჰექტარ ფულს“ იშოვნიან ჩინოვნიკები იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ტესტების ფასი დღემდე გასაიდუმლოვებული აქვს ამირან გამყრელიძის უწყებას?!
რამდენად კვალიფიციურად ტარდება ტესტირება ათულიკას დაქალის ლაბორატორია მედ დიაგნოსტიკაში, ახლავე მოგახსენებთ…
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან მაცნობეს, რომ არც კი სმენიათ აღნიშნული ლაბორატორიის შესახებ, მაგრამ ის კი მითხრეს, რომ ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე და ავთანდილ თალაკვაძე მეგობრობენ და რამდენიმე ხნის წინ ევროპაშიც ერთად ბრძნდებოდნენ! ოღონდაც… ინგლისური ენა არც ერთს არ სცოდნია და ამის გამო, გარკვეულ უხერხულობასაც გადაჰყრიან… ჩემს შეკითხვაზე, ამგვარი ლაბორატორიების ტესტები, დასაზუსტებლად ლუგარის ლაბორატორიაში თუ იგზავნება-თქო? შოკის მომგვრელი პასუხი მივიღე!.. ,,არ იგზავნება და მეტსაც გეტყვით – ჩვენ ვუტარებდით ტესტირებას თბილისში სამოქალაქო ტრანსპორტის მძღოლებს და კონტროლიორებს, მაგრამ ამასწინათ მივიღეთ მთავრობის წერილი, სადაც იუწყებოდნენ, რომ ტესტირება შეგვეწყვიტა!!!“
და როდის ხდება ესს? მაშინ როცა ყოველდღიურად გვაწვდიან ინფორმაციას, რომ კოვიდ 19 შემთხვევები კატასტროფულად მატულობს და საავადმყოფოები გადავსებულია?!
როცა გაურკვეველი ლაბორატორიის მიერ ჩატარებულ სავალდებულო ტესტირებას კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები კი არა, თალაკვაძეების დაქალის ლაბორატორია ატარებს?!
გამობრძანდეს ამირან გაყრელიძე და გვაუწყოს – რა ნიშნით და რა უპირატესობით სარგებლობს შპს მედ დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რომელიც 7000-მდე მედპერსონალს და მძღოლს უტარებს ტესტირებას და მათ მიერ ჩატარებული ტესტირების შემდეგ, არის თუ არა გარანტია იმისა, რომ თვითონ მედპერსონალი არ გახდება ვირუსის გადამდები?!
ახლა, ყურადღებით დახედეთ ფოტოს, რომელზეც პოლიეთილინის პარკები და სასწრაფო დახმარების მანქანა მოსჩანს.
ეს ფოტო გადაღებულია ათულიკა თალაკვაძის სამსახურის ეზოში, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანიდან პარკებით ჩამოაქვთ მათთვის განკუთვნილი ერთჯერადი, შესაძლოა უკვე დაინფიცირებული სპეც ტანსაცმელი, პირბადეები, ბაჰილები და ა.შ!
სადმე ხედავთ რომ პარკს თავი აქვს მოკრული და მას სპეცტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები ტვირთავენ?! ვერ ხედავთ, ხოომ? ჰოდა, ასეა ბატონებო, ჯერ თქვენი მაგალითებით უნდა დაგვარწმუნოთ, რომ კოვიდ 19-ისგან თავდასაცავად რეგულაციებს სრულად იცავთ და შემდეგ გადმოდგეთ ტელევიზიებში „კუბოების“ აგიტაციით, გასაგებია?
და მეორე…
გამოყენებულ სპეც ტანსაცმელს რას უშვებით, მასაც ხომ უტილიზაციის თავისი ნორმები აქვს და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს? თუ მხოლოდ ფულის კეთებაა მთავარი და ასეთი „მცირე ნიუანსები“ კი ჟურნალისტების უადგილო ახირებააა?
გვიპასუხეთ ბატონებო, გვიპასუხეთ, კითხვები ბევრი დაგროვდა, ძალიან ბევრი….
ირინე გოგოსაშვილი, ალია
კომენტარები