პაციენტი, რომელზეც ეჭვობენ, რომ კორონავირუსი აქვს, წუხელ ზალცბურგის საავადმყოფოდან გაიქცა. ამის შესახებ ტელეარხი OE24 იუწყება.
31 წლის ავსტრიელი ქალი საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში სამშაბათს მიიყვანეს. მისი სისხლის ანალიზის პასუხი დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
გაქცეულს ავსტრიის პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
კომენტარები