საპარლამენტო უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
კოპალიანი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად იარჩიეს.
კარლო კოპალიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოვიდა.
“მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს , რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენს ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც „ქართული ოცნება“ დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის , რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის , დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს,”
კომენტარები