საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, იერონიმოს II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სიფრთხილის გამო დღეს, 19 ნოემებრს საავადმყოფოში მოათავსეს.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ის კარგ მდგომარეობაშია და რაიმე შემაშფოთებელი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ასაკის გამო ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
იერონიმოსი 82 წლისაა, მას კონტაქტი ქვეყნის პრემიერთანაც ჰქონდა, თუმცა პრემიერის PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო.
კომენტარები