დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრის დადასტურება, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“სამწუხაროდ, მან წინასწარ მისცა ჩვენება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ასეთი შეხვედრების დროს განზრახ მოყვანა პროკურორის და დასწრება ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლითაა განსაზღვრული. შოთაძემ ყველა პრინციპი დაარღვია, რა პრინციპითაც უნდა მოქმედებდეს გენერალური პროკურორი. მან ისიც არ იცის, რომ გენერალური პროკურორი სულ ხარ, ძილის წინაც გენერალური პროკურორი ხარ, როცა გძინავს მაშინაც გენერალური პროკურორი ხარ, მეგობრებთან ერთად რომ კაფეში ზიხარ – იქაც, სულ გენერალური პროკურორი ხარ და სულ უნდა იხელმძღვანელო იმ სდანდარტით და იმ ეთიკის ნორმებით, რაც არსებობს. ვფიქრობ, რომ მისმა ამ აღიარებამ უნდა შექმნას საფუძლველი, რომ მოიხსნას მისი კანდიდატურა პარლამენტში. მოვუწოდებ პარლამენტს, მოხსნას კანდიდატურა. ძალიან ცუდი სდანდარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ სდანდარტია”
კომენტარები