თორნიკე ბარათაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ვიცი, რომ ამ ყველაფრის ფონზე სულ რამდენიმე ადამიანი დარჩა, ვისაც ადარდებს გელათი, მაგრამ მაინც საჯაროდ დავწერ…
კალენდრით თუ ანგარიშობენ ზამთრის ოფიციალურად დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება.
კლიმატის ცვლილებას თუ უყურებენ, გელათში უკვე დადგა ზამთარი.
არცერთი ანგარიშით დროებითი გადახურვის მოწყობა ზამთრამდე აღარ ესწრება!
თან ყველაზე დიდი საფრთხე საიდანაც მოდის, რა ნაწილშიც ყველაზე მეტად დაზიანდა ორიგინალური მხატვრობა -დასავლეთის მკლავი ისევ ლურჯი, მეორადი ტენტითაა დაფარული.
ნამუსზე არაფერს დავწერ, უაზრობაა…”
კომენტარები