საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბაღდათის ტრაგედიას ეხმაურება სოციალურ ქსელში და ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“ბაღდათის ტრაგედიასთან დაკავშირებით – იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქი ხარჯავს ათობით მილიონ ლარს თავისი ხეების გადასარგავად, იმ პირობებში, როცა დახარჯა ასობით მილიონი ლარი მხოლოდ ერთ წელიწადში თავის ბინძურ პროპაგანდაზე, ტელევიზიებზე, თავის ტყუილებზე, თავის ბოტებზე ტყუილების გასავრცელებლად – მათ ვერ იპოვნეს რამდენიმე ასეული ლარი ამ გაუბედურებული ოჯახის სიცოცხლის გადასარჩენად და ასეთი ოჯახები სულ უფრო ბევრია, რადგან როცა ხელისუფლებაა მთავარი ქურდი და ხელისუფლება იპარავს – აღარ რჩება სახსრები ჩვეულებრივი ხალხისთვის.
ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში სიღარიბე შემცირდა ორჯერ, ბავშვთა სიკვდილიანობა კი სამჯერ.
დავუტოვეთ რამდენი მილიარდი ლარი ხალხის დასახმარებლად – მაგრამ წაიღეს სახლში და სიღარიბე გაიზარდა ორჯერ, იმატა ბავშვთა სიკვდილიანობამ.
საქართველოში თუ არ გათენდა, ვერ გავექცევით ახალ ტრაგედიებს.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოვიდა პატარა ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით და აგრძელებს ბავშვების ხოცვას.
ამას დაესმევა ძალიან მალე წერტილი, ამის დაპირებას გაძლევთ.”
კომენტარები