ჟურნალისტი, ქეთი ლომაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მერამდენე ადამიანის დაღუპვას ვიგებ უკვე კოვიდით
თანმდევი დაავადება გამწვავდა თუ ვირუსმა გამოიწვია ლეტალური შედეგი მაგაზე მე ვერ ვიმსჯელებ, არ ვარ ექიმი, მაგრამ ფაქტია სანამ ეს ვირუსი შეხვდებოდა, ეს ადამიანები ცოცხლობდნენ. აქ რომ ღლიცინებთ ამ ვირუსზე ოდნავ უხერხულობას (როგორც მინიმუმ) არ გრძნობთ ამ ადამიანების სულების და მათი ახლობლების წინაშე?
არცერთი ქვეყნის სოც ქსელში არ ხდება რაც ჩვენთან, რომელ ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ ნეტავ?
ე. წ. შავი პარასკევი კიდევ საქართველოში არ არსებობს და ნუ რისკავთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას რაღაცა 50 ლარისთვის…”
კომენტარები