პიარტექნოლოგი გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ხელს გააყოლე” ყავა მინახავს,
ბურგერი მინახავს, ხაჭაპური მინახავს, მარა “ხელს გააყოლე” პაციენტი პირველად ვნახე.
ნავთლუღში მორბის რაღაცა კერძო სასწრაფო.
ნავთლუღში გადარბის ტიპი გზაზე.
წეპა ამ ტიპს იმ სასწრაფომ უკნიდან, გაკეცა მუხლებში და შემოიგდო კაპოტზე.
ჩამოაცურეს კაპოტიდან, მოასულიერეს – არ ინერვიულო, სასწრაფო უკვე აქ არისო.
ამ ტიპმა – დიდი ხანი ვიყავი გათიშული და რამე მახსოვს, თუ სასწრაფო ასე უცებ აქ საიდან გაჩნდაო?
კაციშვილმა არ უთხრა რო სასწრაფომ ჯერ წეპა და ახლა იგივეს მიჰყავს.
დადეს საკაცეზე და გააყოლეს ხელს.
მერე იტყვიან, სასწრაფო აგვიანებსო, არადა იმ დონის ვართ, რო Take Away პაციენტები გვყავს…”
კომენტარები