“ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს”, — ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანამ ფორმულას ეთერში განაცხადა. პოლიტიკის ფორმულის წამყვანმა, სოფო ზურაბიანმა მას რამდენჯერმე ჰკითხა, ხომ არ გულისხმობდა ის ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, თუმცა რატიანმა ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა.
ლევან რატიანის თქმით, ის თავიდანვე ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოების საწოლფონდების მინიმუმ 80 პროცენტი კოვიდთან ბრძოლისთვის უნდა გამოეყენებინათ.
“ერი იქნება ეს თუ ბერი, თუ ვინც არ უნდა იყოს, საჯარო მოხელე იქნება თუ გლეხი, ყველა იქითკენ უნდა ვიყოთ მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, მას ექიმები ვერ ეხმარებიან, ამიტომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს”, — განაცხადა რატიანმა.
კომენტარები