არ ვიცი, მეძინა, – ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის შეკითხვას, რატომ არ ესწრებოდა ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას.
როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ტექნიკური საკითხები იხილებოდა.
„რაღაც ტექნიკური საკითხები იხილებოდა, რომელზეც მეტყვიან ჩემი კოლეგები, თუმცა არა იმის გამო, რომ ვინმეზე გაბუტული ვარ ან რაღაცა. ზოგი შეხვედრები არის, სადაც ჩვენ ისედაც არ ვმონაწილეობდით. იმ წუთას მისვლა არ მიგვაჩნდა აუცილებელად, რადგან ამბავს გავიგებდით, კომუნიკაცია გვქონდა სხვა წევრებთან, თუ რამე საინტერესო მოხდებოდა. სხვა შეხვედრები, რომლებიც დაგვაინტერესებს, მივალთ. არაფერი მანდ ძაღლის თავი არ არის დამარხული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები