ავსტრიის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, (23-წლიანი შტაჟით), რომელიც მეცნიერული კვლევებითაცაა დაკავებული და ასევე გახლავთ გერმანულენოვან ქვეყნებში სერტიფიცირებული, სამედიცინო დაწესებულებების აუდიტორი MBA-ს მედიცინის ადმინისტრირების სპეციალისტის წოდების მფლობელი, ირმა კვიცარიძე, სოციალურ ქსელში, ვრცლად წერს, რა უნდა გაკეთებულიყო, რაში დავკარგეთ დრო და რისი მოსწრებაა ახლა შესაძლებელი:
“პირველი ლოკადუნის მთავარი მიზეზი იყო უცნობი ვირუსის უკეთ შესწავლა, თავის დაცვა მოულოდნელი სურპრიზებისაგან. უკეთ მომზადება და სიტუაციის კონტროლი. ლოკდაუნის პირველი დღიდანვე გაკეთებული გამოცდილების და სხვა ქვეყნების მაგალითზე, კარგი ანალიზის გაკეთება, ამ გამოცდილების საკუთარი ქვეყნის რესურსებზე და შესაძლებლობებზე მორგება პირველი სწორი ნაბიჯი იქნებოდა.
1. აუცილებლია სამედიცინო რესურსების რეალური შეფასება. შესაძლოა ქვეყანაში დგას პირობითად 1000 სასუნთქი აპარატი, მაგრამ მარტო მისი არსებობა არ ნიშნავს რომ მე მას გამოვიყენებ. უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობა. ასევ ყველა აპარატს ჭირდება კვალიფიციური მომსახურე პერსონალი, ექიმი, ექთანი. საწოლთა საკმაო რაოდენობაა საჭირო და მთელი სხვა რიგი აპარატურა პაციენტის დაავადების მიმდინარეობაზე დასაკვირვებლად. ხარისხიან მედიკამენტებზე აღარ ვსაუბრობ. ასევე მედპერსონალი პირობითად გვყავს სულ 30000 ექთანი და 10000 ექიმი. უნდა ვიცოდე რომ ამ რაოდენობიდან სამუშაო რეჟიმში შეიძლება მყავდეს მხოლოდ 65 % , დანარჩენი უნდა იყოს გათვლილი რომ ადამიანს ჭირდება დასვენება, შესაძლოა პერსონალი დაავადდეს და სხვა პირადი მიზეზები. ამიტომ გათვლა უნდა ხდებოდეს სწორედ ამ 65 % იდან და არა 100% იდან.
2. კლინიკების მზაობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საქართველოში კლინიკების 70% არის კერძო და 30% სახელმწიფო. ასეთი თანაფარდობა თავისთავად დიდი პრობლემაა და ამ პრობლემის მიზეზები ცალკე საკითხია. სამწუხაროდ სწორედ სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის ამ არასწორმა თანაფარდობამ დღეს ლომისწილი ითამაშა იმ პრობლემების ჩამოსაყალიბებლად რაც საქართველოს სამედიცინო სისტემაშია. აქედან გამომდინარე რასაც გავაკეთებდი პირველ რიგში სწორედ კლინიკების ამ 30%-ის სრულ მობილიზებას მოვახდენდი. რეგიონების მიხედვით მსხვილი საწოლფონდის მქონე 2 კლინიკას სრულად კოვიდ პაციენტებისათვის მოვამზადებდი, დანარჩენში კი სხვა დაავადების მქონე პაციენტებს გადავამისამართებდი. ასევე მოვახდენდი სახელმწიფო პოლიკლინიკების სრულ რესტრუქტურიზაციას. იგივე განაწილებით რეგიონებში რამოდენიმე პოლიკლინიკას დავტოვებდი მსუბუქი კოვიდპაციენტების სამართავად, დანარჩენებს სხვა ნოზოლოგიებისათვის დავტვირთავდი.
3. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მომზადება. მუდმივი სწავლება, ტრენინგი, გადამზადება. ოჯახის ექიმს უნდა ქონდეს მასზე მიმაგრებული პაციენტების სია(საინფორმაციო ბაზა), რომელშიც გამოყოფილი იქნება რისკ ჯგუფები, ანუ ის კონტიგენტი ვისაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა ჭირდება. რაც სამომავლოდ პაციენტების უკეთ მართვაში და მათთან კომუნიკაციის გაადვილებაში დაგვეხმარებოდა. ოჯახის ექიმებს მოვუწესრიგებდი საკუმუნიკაციო ინფრასტრუქტურას. კომპიუტერი, ტელეფონი, წვდომა სწრაფ ინტერნეტზე.
4. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მოვამზადებდი, მაგალითად ჩავრთავდი კონტაქტების გამოკვლევის საკითხში, რაც თავისთავად ტესტირების ალგორითმს გაადვილებდა.
5. რასაკვირველია სამედიცინო პერსონალის ერთჯერადი სამოსით საკმარისად აღჭურვა. (მინიმუმ ყოველდღე უნდა გამოიცვალოს)
6. ექიმების მუდმივი ტრენინგი.
7. მოსახლეობის მუდმივი ინფორმირება. თუნდაც ნიღაბის წორად ტარების მნიშვნელობის შესახებ.
8. მკურნალობის პროტოკოლების აღმოჩენაზე დროს არ დავკარგავდი, ველოსიპედს მეორედ გამოგონება არ ჭირდება. გადავხედავდი ქვეყნების სატატისტიკას და სადაც უკეთესი მაჩვენებელი აქვთ, ავადობის მართვის, სწორედ მათგან გამოვითხოვდი ოფიციალურა მკურნალობის სქემებს, ტელემედიცინის საშუალებით ჩავრთავდი უცხოელ სპეციალისტებს და მოვაწყობდი მედპერსონალის სწავლება გადამზადებს.
9. შევქმნიდი ექსპერტთა საკორდინაციო საბჭოს, რომელიც კონტროლს გაუწევდა პანდემიაში მონაწილე ყველა სტრუქტურას.
10. შევქმნიდი სტატისტიკურ გეგმას, რაც ითვალისწინებს დაავადების რიცხვის რა მაჩვენებელზე რა ნაბიჯები უნდა გადამედგა, რაც გაწერილი მექნებოდა ყველა სტრუქტურისათვის. მაგალითისათვის თუ მყავს 1000 ინფიცირებული, რესურსების მობილიზების რომელი საფეხური იქნება ეფექტური, რომ პროცესი წარმატებით ვმართო.
11. საწოლფონდის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, სადაც ღიად იქნება ნაჩვენები რომელ კლინიკას რა თავისუფალი რესურსი აქვს.
12. შევქმნიდი საერთო გზამკვლევს და კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სამ იარაღს: 1.ნიღაბი, 2.ჰიგიენა და 3.სოციალური დისტანცია, დავუქვემდებარებდი ყველა სტრუქტურას. ბაგა-ბაღებს, სკოლებს, კაფე-რესტორნებს, ბიუროებს, მაღაზიებს და ა.შ. ამ სამი იარაღის გამოსაყენებლად შევქმნიდი პირობებს, (დაწყებული ავტობუსის გაჩერებაზე დგომის წესიდან, დამთავრებული სკოლებში მაგიდების და სკამების განლაგების სქემით) რომ ადამიანებს შეძლებოდათ კორონასთან ერთად გაეგრძელებინათ თანაარსებობა. საკმარისზემეტად მოვიმარაგებდი ნიღაბს, სადეზინფექციო საშუალებს.
13. მასიური ტესტირება. განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებებში (ყოველდღიური სწრაფი ტესტი) . სკოლებში, ტურიზმის სფეროში.
14. ტესტირების ქუჩების მოწყობა, სადაც მოქალაქე ვისაც შესაძლებლობა აქვს ავტომობილით მიდის, მანქანიდან გადმოუსვლელად უტრადება ტესტირება და სახლში დაბრუნებულს მისდის პასუხი. პასუხის მიხედვით თანდართული ერკომედნაციები, ეს პირველ ეტაპზე სმს შეტყობინებითაც შესაძლებელია.
15. არც ერთი დღით არ ჩამოვრჩებოდი მსოფლიო კოვიდ ინფორმაციის მაჯისცემას.(ვგულისხმობ მკურნალობის მეთოდების განახლებას)
16. ვიმუშავებდი აქტიურად მედიასთან, რომელსაც მოსახლების აქტიური ინფორმირებისათვის გამოვიყენებდი.
17. სატრანსპირტო საშუალებებს მოვამზადებდი. განრიგს უფრო ხშირს გავხდიდი. დიდ ქალაქებში პიკის საათში საზოგადო ტრანსპორტის რაოდენობას გავასმაგებდი, რაც მოქალაქეს დისტანციის დაცვის საშუალებას მისცემდა.
18. სკოლების და უნივერსიტეტებს მოვამზადებდი დისტანციური სწავლების რეჟიმისათვის.
19. სწორედ სამი ძირითადი იარაღის გამოსაყენებელი პირობების შესაქმნელად შვქმნიდი დამატებით სამუშაო ადგილებს, მოხალისეთა ჯგუფებს.
20. საგადასახადო შეღავათებით წავახალისებდი ბიზნესსტურქტურებს, პირველი შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და მეორე ჩაერთონ ვირუსთან ბრძოლის კამპანიაში ( მაგალითად კომუნიკაციების დარგის წარმომადგენლებს. რამოდენიმე ქვეყანაში ლოქდაუნის დროს ექიმებისათვის სატელეფონო საუბრის ტარიფები შემცირდა ან განულდა)
რას არ გავაკეთებდი:
1. კეკლუცობაში არ დავკარგავდი დროს, „სტოპ კორონა“ აპილკაციას არ შევიძენდი. ამ აპლიკაციამ რომ იმუშაოს მუსახლეობის სულ მცირე 75 % მა უნდა ჩამოტვირთოს(ინტერნეტზე წვდომა უნდა ქონდეს). აბა წარმოიგინეთ საქართველოს მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს მისი გამოყენების საშუალება. ასევე ექიმის დამხმარე რობოტს ჯერ არ შევიძენდი.
2. კოვიდ სასტუმროებს ამ ფრომით არ გავაკეთებდი. მაქსიმუმ 72 საათი გავაჩერებდი ჩამოსულ სტუმარს , რომელსაც 72 საათის შემდეგ გავუკეთებდი ტესტს და შედეგის მიხედვით მივიღებდი გადაწყვეტილებას. არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენებდი მას პაციენტების განსათავსებლად, მითუმეტეს როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ არ არის და საჭირო სამედიცინო ზედამხედველობის უზრუნველყოფაც შეუძლებელია. (აღარ ვსაუბრობ ამ სასტუმროების შემდეგ დასუფთავება სანიტარულ დამუშავებაზე)
3. საარჩევნო სარეკლამო აგიტაციაში არ დავხარჯვდი არც ერთ თეთრს. გაკეთებული საქმე იქნებოდა საუკეთესო საბაბი ხმების მოსაპოვებლად.
შეგვიძლია ბევრზე ვისაუბროთ, როგორც თქვენ ამბობთ მართლაც თუ სასტუმროებში 65 მილიონი ლარი დაიხარჯა, გამოდის რომ ფინანსური რესურსი უაზროდ გაიფლანგა.
ამ მომენტში გამოსავალი შესაძლოა იყოს:
1. კრიზისთა მართვის საბჭოს შევცვლა, მხოლოდ პროფესიონალებს შევკრებდი.
2. შეძლებისდაგვარად ამ 3 იარაღის (ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა) გამოყენების პირობების შექმნა. ტრანსპორტის, მაღზიების, დაწესებულებების თუ კაფე რესტორნებისათვის.
3. განსაკუთრებული ზრუნვა მედპერსონალზე, ფასდაუდებულია მათი როლი პანდემიასთან ბრძილაში. მათი სათანადო აღჭურვა საჭირო პეც- სამოსით და ინვენტარით. მედპერსონალის ყოველდღიური ტესტირება!
4. კერძო კლინიკებიდან, ამ იმ 70 % იდან გარკვეული საწოლების გამოყოფა, არც ერთი თეთრი ზედმეტი ანაზღაურება გარდა სხელმწიფო ტარიფისა, კოვიდ პაციენტების მოვლისას.
5. მკურნალობის პროტოკილების გადახედვა-განახლება. გამოიყენონ ის პოტენციალი რაც არსებობს უცხოეთის წარმატებული ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან ინფორმაციის და გამოცდილების სწრაფი გაცვლისათვის.
6. კლინიკური სექტორის განტვირთვა, სელექცია პაციენტების ავადობის სიმძიმის მიხედვით. ძირითადი ბერკეტის გადატანა ამბულატორიულ სექტორზე!
7. მასიური ტესტირება!”
კომენტარები