ენმ – ძალა ერთობაშიას ლიდერი ხატია დეკანოიძე მაია ცქიტიშვილის განცხადებას ამორალურს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მძიმე ვითარების ოპოზიციაზე გადაბრალებას იმიტომ ცდილობს, რომ არ იცის ჩიხიდან ქვეყანა როგორ გამოიყვანოს.
“ეს არის წარმოუდგენლად ამორალური განცხადება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ ხალხს დააბრალო, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელება, ადამიანებს, რომლებიც მოპარული არჩევნების და საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. წარმოუდგენლად ამორალური განცხადება იყო. არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება. ეს გადაბრალება დღეს ოპოზიციაზე იყო სრული სიმდაბლე”, — განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დინამიკის ზრდა პოლიტიკურმა პრცესებმა და უპასუხისმგებლო აქციებმა გამოიწვია.
კომენტარები