გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვის დროს, ვაქცინის შექმნაზე მუშაობის სტანდარტებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მთლად კარგი ამბავიც არ მაქვს – სამწუხაროდ, დიდი, მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ არასწორად. ამ ქვეყნების ნაწილმა დაიწყო ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკება. გადაიხადეს წინასწარ ფული და უთხრეს, რომ როცა შენ ამ წამალს გააკეთებ, მე მომყიდე 50-100 მილიონი. აქედან გამომდინარე, თუ მომავალ წელს გვექნება ვაქცინა, ხელმისაწვდომობა იქნება ძალიან რთული საკითხი.
ბევრი მეკითხება ეს ვაქცინა სავალდებულო იქნება? – ვაქცინა ვერ იქნება სავალდებულო, მაგრამ თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს. ვაქცინის ფასი იქნება 20-25 დოლარი.
-70 გრადუსი უნდა ამ ვაქცინას. ქარხანაში რომ დამზადდება -70 გრადუსზე უნდა იყოს, მერე მას სჭირდება ტრანსპორტირება. ბრიტანეთშიც კი არ აქვთ ისეთი ინფრასტრუქტურა რომ ეს შეინახონ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში? – ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. ვაქცინაზე წვდომა იქნება პრობლემური. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზე, ფინანსებზე და ა.შ,
აღსანიშნავია ისიც, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაზე მაგრამ არ ვიცით რა ვაქცინაა.
„ეს როგორ არის იცით? – აი, ცოლი მომყავს. დაგპატიჟეთ. დეკემბერში მაქვს ქორწილი, მაგრამ არავინ იცის ვინაა პატარძალი. ზუსტად ეს მდგომარეობაა.
საშიშროება არის ის, თუ ჩვენ ვიჩქარეთ და და ნაჩქარევი ვაქცინა გავაკეთეთ, ის გამოიწვევს უკუშედეგს. რას გამოიწვევს გლობალურ პრობლემას და ამ უკუჩვენების ფონზე ხალხი აღარ დაიჯერებს რომ კარგი ვაქცინა არსებობს და მას აღარ გაიკეთებს. მე გპირდებით, თუ მე გეტყვით, რომ ეს ვაქცინა გავიკეთე და ეს არის კარგი ეს რეკლამაში არ ჩაითვლება.
ასევე გთხოვთ, „ანტივაქცინის მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ.”
კომენტარები