მსახიობი ზურა პირველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“გიორგი შაქარაშვილის მამა, ლევან შაქარაშვილი არის ცუდად… ახლა ცოტა უკეთაა, მაგრამ მდგომარეობა მაინც მძიმეა!
რამდენიმე დღის წინ ბატონ ლევანს დედა გარდაეცვალა, გიორგის ბებია. ახლა თვითონაც საავადმყოფოშია… წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან მისი მეუღლე და ქალიშვილი (გიორგის დედა და და).
ამას იმიტომ ვწერ, რომ უსუსურობის შეგრძნება მახრჩობს, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია!
ვინც მორწმუნეები ხართ, გთხოვთ, ილოცეთ ამ ოჯახისთვის, რომელიც სულ ნახევარი წლის წინ ბედნიერი ოჯახი იყო და ახლა ჯოჯოხეთში ცხოვრობენ… ვისაც არ გწამთ, მაინც ილოცეთ!”
კომენტარები