საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თქვენი მუხლების ჭირიმე ამიხსენით კიდე რაღა ლოქდაუნს აცხადებთ ამ საქართველოში?.. კომენდანტს საათი გაქვთ? – გაქვთ. სკოლები და სასწავლებლები დაკეტილია? – დაკეტილია. პირბადეების ტარების აუცილებლობა არის? – არის. დახურულ სივრცეში შესვლაზე სიცხის კონტროლს იყენებთ?- რა თქმა უნდა. დისტანციის დაცვა აუცილებელია? – კი ბატონო. აუცილებელია. კინოთეატრები, თეატრები და ასე შემდეგ მაღალი რისკის თავშეყრის ადგილები გაჩერებულია? – დიახაც რომ, გაჩერებულია…
და აბა მეტი კი არაფერი გაუკეთებია საფრანგეთს. ერთად ერთი მძიმე კოვიდ ინფექციის დეპარტამენტებში რამოდენიმე პუნქტი დაამატა კიდევ თორემ, რა შეზღუდვებიც საქართველოში გაქვთ უკვე იგივე გვქონდა ჩვენც.
ხო რაც მთავარია, აქ სკოლები არ დაგვიხურია, სამსახურებში ჩვეულებრივად დავდივართ და საზღვრები არ ჩაგვიკეტია თქვენდან განსხვავებით, არც საჰაერო და არც სახმელეთო.
კიდევ ის რომ, ჩვენ არც დიდი ჰიპერმარკეტები, სუპერმარკეტები და არც ღია ბაზრობები არ ჩაგვიკეტია…”
კომენტარები