მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვუყურებ ხოლმე საზ.ტრანსპორტში მოხუცებს, დიდი ჩანთებით და პარკებით ხელში, ამ ტიალ ცხოვრებაში საშოვარზედ გაწვდილებს, პირბადის ზემოდან განწირული თვალებით რო იცქირებიან ფანჯარაში და არ აყოლებენ მზერას არავის და არაფერს, და უსაშველოდ მინდება დედის პრო@ი ვაგინო ყველას – სახლში თბილად მოკალათებულ, ტორტისნაჭერ და ყავისფინჯან მოდგმულ ფეისბუქ-ვირთხას, ბანკში ბალანსი რომ არ უცოტავდება აროდეს და მოთქვამს კორონებზე და ნატრობს ლოქდაუნს და ელოლიავება საკუთარ, ფილისტერობაში „გამოჯეკილ“ ჯანმრთელობას და აკვარიუმში ნაკვებ იმუნიტეტს, და ამუნათებს მათ, ვინც პირბადის ზემოდან იყურება განწირული თვალებით და მზერას არ აყოლებს არავის და არაფერს – ჩვენი დროის გმირებს. ნამდვილ, ჭეშმარიტ გმირებს, რომელთაც ფულს არ შეუგროვებს არავინ, არც სახელმწიფო, არც „შაჟოგადოება“, და მაინც ძლებენ. კორონებს მიღმა. შუაგულ ცხოვრებაში, საშოვარზედ გაწვდილნი….
ჰოდა, შეგეცით ლოქდაუნში, ჩემო კეთილგონიერო ძმებოდადებო. ინშალლაჰ”
კომენტარები