პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„დეპუტატები შეიკრიბებიან ჩვეულებრივად ყველანაირი პრობლემების გარეშე. არანარი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ არის, ზოგი კერძო მანქანით, ზოგი კი ველოსიპედით შეიკრიბება. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს დეპუტატების შეკრებისთვის, თუმცა რაც შეეხება აქციებს, საქართველო და საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, რომ შედარება ხდება ეპიდემიოლოგების მხრიდან სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობის, წესების დაცვის გამო, არ ვიცი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რა სხვაობა ქორწილს, ქელეხს, ან აქციას შორის“
კომენტარები