28 ნოემბრიდან დაგეგმილი გამკაცრებული შეზღუდვების გამო თბილისის მთავარ მაგისტრალებზე საცობია.
შეზღუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე მოძრაობა გადატვირთულია, განსაკუთრებით სავაჭრო მოლებთან. ამას სავარაუდოდ ორი მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ ხვალიდან შეზღუდვების გამო მოლები იხურება, მეორე კი „შავი პარასკევია“, რაც ბრენდულ მაღაზიებში, როგორც წესი, დიდ ფასდაკლებებს გულისხმობს.
თუმცა, ძალიან ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახი, დღეს ქალაქს ტოვებს და რაიონში მიდის, რაც კიდევ უფრო ზრდის საცობების რიცხვს.
“ალია” შეგახსენებთ იმასაც, რომ როგორც ბევრი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი წერს, მთავრობას შეზღუდვები უნდა გამოეცხადებია მინიმუმ ერთი კვირით ადრე, რომ ხალხს თადარიგის დაჭერა შესძლებოდათ!
ფოტოები – იმედინიუსი
კომენტარები