ოპოზიციის პროტესტი გრძელდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მასში ცვლილებები შედის. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, დეკემბრის პირველ კვირაში, პარლამენტის პირველი სხოდის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება. როგორი იქნება მომავალში სამოქმედეო გეგმა ამაზე ოპოზიციის ლიდერები ხვალ “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში იმსჯელებენ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, საერთო კონსენსუსია, რომ ხალხმრავალი აქცია პარლამენტის წინ აღარ გაიმართოს.
ოპოზიციის ლიდერები შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყებენ, რომ მოისმინონ პრობლემები და მათთან ერთად იმსჯელონ გამოსავალზე.
“უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ბიზნესი, რომელიც პრაქტიკულად გაწირა ხელისუფლებამ ბანკროტობისთვის. ჩვენ გვაინტერესებს ბიზნესი რას ფიქრობს, როგორ უყურებს შექმნილ ვითარებას, ჩვენ მათ ჩვენ მოსაზრებებს გავუზიარებთ ამ პროცესთან დაკავშირებით”, – თქვა ენმ-ს ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.
კომენტარები