სოციალურ ქსელში, სტუდენტებმა შექმნეს ჯგუფი, სახელწოდებით “განახევრდეს სწავლის გადასახადი”
ოთო გიორგაძე, სტუდენტების სახელით, წერს:
“ამ ჯგუფის შექმნის მთავარი მიზანია უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის განახევრების მოთხოვნა.
საქართველოში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, პანდემიის პირობებში, გამკაცრებული რეგულაციების გამო, უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, რაც ბუნებრივია მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი გადავიდა მუშაობის ონლაინ რეჟიმზე, ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებას იტოვებს გაუნახევროს დასაქმებულს ხელფასი.
როგორც ვიცით უნივერსიტეტები მთლიანად გადავიდნენ ონლაინ სწავლების რეჟიმზე, რაც მათთვის უამრავი რესურსის დაზოგვას ნიშნავს, თუმცა სწავლის გადასახადი იგივე რჩება, მიუხედავად უამრავი სტუდენტის, თუ მათი ოჯახის წევრის უმუშევრად დარჩენისა.
ასევე აღსანიშნავია ონლაინ სწავლების დაბალი დონე. ჩვენ გვსურს მივაწვდინოთ ხმა განათლების სამინისტროს. რაც შეიძლება მალე შეამცირონ სწავლის გადასახადი. ფინანსური პრობლემების გამო არ დაგვრჩეს თაობა გაუნათლებელი. შესაძლებელია დაანონსდეს აქცია. იმისთვის, რომ ამ წამოწყებამ მასშტაბური სახე მიიღოს, მოიწვიეთ თქვენი სტუდენტი მეგობრები.”
კომენტარები