აჭარის მთავრობის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე აქციაზე მივიდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განუცხადა, რომ მოსახლეობა მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
აღნიშნულმა პირმა აქციის მონაწილეებს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
„გამორიცხულია, თქვენს დაბრუნებას ხელისუფლებაში არ დავუშვებთ, საერთოდ როგორ და რა ნამუსით ითხოვთ ამას“, – განაცხადა მოქალაქემ, რასაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მოქალაქე პროვოკატორი იყო და იგი არეულობის გამოსაწვევად აქციაზე სპეციალურად მივიდა.
წყარი – 1ტვ
კომენტარები