თამარ ჩერგოლეიშვილი, იაგო ხვიჩიას კომენტარის სქრინს აქვეყნებს და წერს:
“ბავშვებს ემართებათ ასე, ან ბავშვობაში გაჭედილ ზრდასრულებს
ერთ ყეყეჩობას რომ იტყვი, ვერ ჩერდები და სპირალში უბერავ, ძააან ბედ თრიფში.
კიდევ ერთხელ.
ბავშვთა პორნოგრაფიის ბიზნესი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
1. წარმოება
2. დისტრიბუცია
3. მოხმარება
მომხმარებლის გარეშე, ეს ბიზნესი არ არსებობს.
ამ ბიზნესის მოხმარება არის ერთადერთი რაღაც – ყურება.
თუ არ არსებობს მომხმარებელი, ანუ არ არსებობს მოთხოვნა – არ იარსებებს მიწოდება.
ასე მუშაობს ბაზარი.
ბატონი იაგოსთვის ბავშვების გაუპატიურების ბიზნესის მოხმარება ყოფილია უწყინარი მასტურბაცია.
და მე მჯერა, რომ ის მართლა ვერ ხვდება – ვერ აბამს ერთმანეთს წერტილებს.”
კომენტარები