საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული იმედის” დამფუძნებელი, გიორგი ჩახაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბიუჯეტის ნაშთებმა უკვე 5 მილიარდს გადააჭარბა მეგობრებო, კარგად დაუკვირდით: 5 მ ი ლ ი ა რ დ ს და ამის პარალელურად კი, საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ეკონომიკის კლებამ 3.9% შეადგინა, ხოლო მთლიანად ამ წელს კი 5.1% კლება დაფიქსირდა.
ფულს არ ხარჯავენ, რომ მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი შეიქმნას და ეკონომიკას ბიძგი მისცენ და რა არის ეს, თუ არა ის რომ, ეკონომიკა მიზანმიმართულად ჩამოშალონ?!
ფული რომ არ იყოს, კიდე მესმის, მათი ბრალი არ იქნებოდა, უკვე 5 მილიარდს გადაცდა საბიუჯეტო ნაშთები და თითქმის არ ხარჯავენ. თან საკმაოდ კარგი სავალუტო რეზერვები აქვს ეროვნულ ბანკს, ანუ შესაძლებელია კურსის სტაბილურობაც.
საქართველოს მთავრობაა, ხალხს დაეხმარეთ უფრო მეტი, ან ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეთ, ან რამე გააკეთეთ, ოღონდაც ეკონომიკა ამუშავდეს და სპეციალურად ნუ ჩამოშლით.
თან ჯერ რაც ფული აქვთ ის არ დაუხარჯავთ და კიდევ ახალ ვალს იღებენ. სრული განუკითხაობა.”
კომენტარები