დეპუტატი გია ვოლსკი, ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა:
“ვუსმინე ბურჯანაძის გამოსვლას, უზრდელობას, რომ ამბობს ჰგონია დამაჯერებელია. არც როგორც ქალს არ უხდება. როგორც ამბობს, მთავრობა იქცევა ბრიყვულადო, ეს სიტყვა “ბრიყვი” უზრდელური სიტყვაა. მე არ ვაკადრებ მას. ამათ ჰგონიათ ცუდ სიტყვას თუ იტყვიან გამოჩნდებიან მაგრები, ამ დროს პირიქით, დაკნინებულია ყველაფერი მათ გარშემო – ამის შესახებ დეპუტატმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძემ იმავე გადაცემაში, მთავრობა ბრიყვულ ქმედებებში დაადანაშაულა.
კომენტარები