პანდემია ის გამოწვევაა, რომელთან გამკლავებაც ჩვენზე მდიდარ სახელმწიფოებსაც გაუჭირდათ. ჩვენ დღეს გარკვეულ ბალანსს ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ღია ეთერში“ განაცხადა.
„პირველმა ნაბიჯებმა და ეფექტურმა მართვამ მოგვცა საშუალება, რომ შემდეგ ეკონომიკამ თანდათან აღდგენა დაიწყო, ეს ჩანდა თვიდან თვემდე შემცირებული კლების დინამიკაში. ჯერ იყო ორ ნიშნა კლება, შემდეგ გადავედით უფრო მცირე კლებაზე და საშუალება მოგვეცა, პოზიტიურ დინამიკაზე გვესაუბრა. სავალუტო ფონდისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომავალ წელს უკვე გადავა ზრდაზე. საშუალო ვადიან პერიოდში, ჩვენ კვლავ ვიქნებით რეგიონის ლიდერი ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამის ყველა ყველა წინაპირობა არის, მაგრამ დადგა მეორე ტალღა, რომელსაც პრაქტიკულად ვერცერთი სახელმწიფო ასცდა, ეს თავისთავად ნეგატიურად აისახა ეკონომიკაზე. შემცირდა გაყიდვები, შემცირდა რესტორნების ბრუნვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
კომენტარები