მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, 300-ლარიანი დახმარება არაა საკმარისი. ეს არაა დიდი თანხა, მაგრამ ესაა ის, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავაკეთოთ. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება და ადამიანები მალე დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. გარდა ამისა, ვაჭრობის სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს გახსნას, რომ არ მგონია, ამ სამუშაო ადგილებს რამე დაემუქროს. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო ადგილები აღდგება და სანამ შეზღუდვები მოქმედებს, ეს ადამიანები 300 ლარს მიიღებენ. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია“
ნათია თურნავას 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, როცა ჯერ კიდევ მინისტრი კი არა, მინისტრის მოადგილე იყო, მას სამ თვეში 32 190 ლარი გადავუხადეთ… 300 ლარი არ არის საკმარისი, არც 1000 ლარია საკმარისი, მაგრამ, თვეში 10 ათასი, როგორ გყოფნით, მინისტრო?
კომენტარები